
თელასის ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ, 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. გთავაზობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ ქუჩების ჩამონათვალს:
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის, დელისის, გაგარინის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ცაგარელის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, სოფელ ახალდაბის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, ფალიაშვილის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის „ა“, I მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, საქანელას, ჯავახიშვილის და ელბაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.